სოფელ ყიზილაჯლოში წყალმომარაგების ახალი ცენტალიზებული ქსელი მოეწყობა


2016-11-03

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, განჯავის ქუჩაზე წყალმომარაგების ცენტრალიზებული ქსელი კეთდება. სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საკუთარი სახსრებით ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა წყალმომარაგების სრულიად ახალი ქსელი (350 მეტრ სიგრძეზე მოთავსდება წყლის ახალი მილები) და მოწესრიგდება შიდა ინფრასტრუქტურა.
განჯავის ქუჩას ცენტრალიზებული სისტემის არ არსებობის გამო წყალი შეფერხებით მიეწოდება. სამუშაოების დასრულების შედეგად, აღნიშნულ დასახლებაში მცხოვრებ ოჯახებს არსებული პრობლემა მოუგვარდება და ათეულობით აბონენტი გაუმჯობესებული წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
ინფრასტრუქტურული სამუშაოებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ერთ კვირაში დაასრულებს.




სიახლეები