მარნეულში რამდნიმე ქუჩის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დასრულებულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ქ. მარნეულში, რამდენიმე ქუჩის წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია დაასრულა.
ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, სმპ-ს დასახლებაში, სადაც ათეულობით აბონენტი წყალს საერთო ონკანიდან იღებდა, მოეწყო სრულიად ახალი ქსელი და მოწესრიგდა შიდა ინფრასტრუქტურა. შესრულებული სამუშაოების შედეგად, დასახლებაში მცხოვრები 48 ოჯახი გაუმჯობესებული წყალმომარაგებით სარგებლობს.
წყალმომარაგების ინფრასტრუქტურული სამუშაოები,ასევე, ჩატარდა ქობულეთის ქუჩაზე და ნარიმანოვის ქუჩის რამდენიმე მონაკვეთზე (სადაც წყლის ცენტრალიზებული სისტემა დღემდე არ არსებობდა). პროექტის განხორციელების შედეგად, აღნიშნულ დასახლებებში პრობლემა მოგვარდა და 1000-მდე აბონენტი გაუმჯობესებული წყალმომარაგებით უკვე სარგებლობს.
სამუშაოები გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სახსრებით განხორციელდა.