კომპანიის განცხადება წყლისა და წყალარინების დარიცხული საფასურის საშეღავათო პერიოდთან დაკავშირებით


2020-06-15

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის აბონენტები, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი საშეღავათო პერიოდის ვადის გასვლის შემდეგ, 1 ივნისიდან, სასმელი წყლისა და წყალარინების დარიცხული საფასურის ანაზღაურების გადახდას თავად მოახდენენ, შეღავათის დაწესებამდე არსებული წესის შესაბამისად.

აბონენტებს, სმს-შეტყობინებები აღნიშნულთან დაკავშირებით დაეგზავნათ. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია დაუკავშირდეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ცხელ ხაზს: 322 93 00 00




სიახლეები