დაბა ფასანაურის სტაბილური წყალმომარაგებისათვის ახალი სისტემები მოეწყობა
დაბა ფასანაურის მოსახლეობის ხარისხიანი წყალმომარაგებისთვის თანამედროვე ინფრასტრუქტურა მოეწყობა. წყლის სისტემის მშენებლობა–რეაბილიტაციისთვის, კონტრაქტორი კომპანიის გამოსავლენად, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ტენდერს უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს.
დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიგა მანდარიამ ფასანაურში მაჟორიტარ დეპუტატს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს გააცნო.
ფასანაურის მოსახლეობა ამჟამადაც სტაბილური წყალმომარაგებით სარგებლობს, თუმცა, მოძველებული ინფრასტრუქტურის გამო ხშირია დაზიანებისა და წყლის ამღვრევის ფაქტები, რაც წყალმომარაგების შეზღუდვას განაპირობებს და ადგილობრივებს გარკვეულ დისკომფორტს უქმნის.
პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება წყალმომარაგების არსებული სისტემა, რის შემდეგაც 1 200-მდე ადამიანი 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.