ურეკში წყლის პროექტის ფარგლებში ახალ ქსელზე გადართვითი სამუშაოები თვის ბოლოს დასრულდება
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ურეკში წყლის პროექტის მშენებლობის ფარგლებში, ახალ ქსელზე გადართვის სამუშაოებს ახორციელებს. ამ დროისთვის დასრულებულია დაბის ძირითადი ნაწილის ახალ სისტემაზე დაერთება. მიმდიანრეობს დარჩენილი - თაყაიშვილის ქუჩის ნაწილისა და ორი ჩიხის გადართვა, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება.
ურეკში წყლის სისტემის მოწყობის პირველი ეტაპი 2012 წლის გაზაფხულზე დაიწყო და რამდენიმე თვეში დასრულდა. აღნიშნული სამუშაოები ითვალისწინებდა მხოლოდ ქსელის მოწყობას. მეორე ეტაპის ფარგლებში, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ურეკის წყლისა და წყალარინების ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა 2019 წლის შემოდგომაზე დაასრულა, რომლის ფარგლებში მოეწყო ჭაბურღილები, რეზერვუარები და სატუმბი სადგურები, ასევე გაკეთდა სადაწნეო და გამანაწილებელი ქსელი. სრულიად განახლდა საკანალიზაციო ინფრასტრუქტურა და აშენდა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, წყალარინების გამწმნედი ნაგებობა.
წყალმომარაგების პროექტის მეორე ეტაპის დასრულებისთანავე დაიწყო და ამ დროისთვის პირველი ფაზის ფარგლებში მოწყობილი ქსელის ახალ სისტემაზე გადართვა მიმდინარეობს, რის შემდეგაც სრულად შევა ობიექტები ექსპლუატაციაში.