ონის მოსახლეობა გაუმჯობესებული წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი
2016-08-19
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონის წყალმომარაგების სათავე ნაგებობის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა და პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების გეგმას გაეცნო.
ონის მოსახლეობას წყალი შეფერხებით მიეწოდებოდა. ,,ჟიჟორეთის“ სათავე ნაგებობაზე წყალმიმღების მშენებლობისა და საფილტრი სადგურის რეაბილიტაციის შემდეგ, წლების განმავლობაში არსებული პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება და 1700-მდე ადგილობრივი მოსახლე გაუმჯობესებული წყალმომარაგებით სტაბილურად იქნება უზრუნველყოფილი.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდება.პროექტი, რომლის საერთო ღირებულება 500 ათას ლარზე მეტია, 2017 წლის იანვარში დასრულდება.