წყლის თემატიკაზე ბავშვთა საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული ქართველი მოსწავლეების ნამუშევრები გამოვლინდა


2020-06-02

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან თანამშრომლობით გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივითა და გლობალური გარემოს დაცვითი ფონდის (GEF) მხარდაჭერით, წყლის თემაზე ბავშვთა საერთაშორისო კონკურსში მონაწილე გამარჯვებული ქართველი მოსწავლეების ნამუშევრები გამოვლინდა.   პროექტში ჩართულნი იყვნენ საქართველოდან გორის, ასევე აზერბაიჯანის, ჩინეთის, თურქეთისა და ინდოეთის სკოლები.

საერთაშორისო ჟიურის მიერ გამოცხადებული კონკურსი საგანმანათლებლო კამპანიის - ,,გავუფრთხილდეთ წყალს” ფარგლებში ჩატარდა. კონკურსზე წყლის რაციონალურად მოხმარების თემატიკაზე ქართველი მოსწავლეების ნამუშევრებიდან 10-ზე მეტი გამარჯვებული გამოვლინდა.

პროექტს, რომელიც გასული წლის ოქტომბერში დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაცია ,,გარემო და განვითარება’’ ახორციელებს.

პროგრამის ფარგლებში გასული წლის დეკემბერში მოეწყო სასწავლო ტურები წყლის სათავე ნაგებობებზე, ჩატარდა შემეცნებითი და საგანმანათლებლო გაკვეთილები სკოლებში, სადაც მოსწავლეები წყლის რესურსების რაციონალურად გამოყენების აუცილებლობას გაეცნენ.

პროექტის მიზანია, როგორც სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერება წყლის რესურსების მართვის პროცესში, ასევე ახალგაზრდების წახალისება გარემოსდაცვით პროექტებში.

 




სიახლეები