კომპანიის დირექტორის მოადგილედ კომერციულ საკითხებში ნატალია ხომასურიძე დაინიშნა
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორს ახალი მოადგილე ჰყავს. ნატალია ხომასურიძემ კომპანიის კომერციული საკითხების მართვა ჩაიბარა.
მას სახელმწიფო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილედ დანიშვნამდე მუშაობდა „საპენსიო სააგენტო“-ში. 2014-2019 წლებში „საქართველოს მელიორაციაში“ არაერთი საპასუხისმგებლო თანამდებობა ეკავა, მათ შორის კორპორაციული დირექტორის პოზიცია. 2014 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრში ფინანსურ სამსახურს ხელმძღვანელობდა, ხოლო 2009-2014 წლებში სოციალური მომსახურების სააგენტოს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა. 2008-2009 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. მანამდე კი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში, მთავარი ბუღალტერი.
ნატალია ხომასურიძე 2006-2007 წლებში, იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის და უფროსის თანამდებობას იკავებდა, ხოლო 2004-2006 წლებში იმუშავა სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსად. 1997 - 2004 წლებში კი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტში მმართველობითი და ძალოვანი სტრუქტურების დაფინანსების სამმართველოს ხელმძღვანელობდა.
1993 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი, მრეწველობის ეკონომიკის სპეციალობით. ხოლო, 1996 წელს ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა, ფინანსების სპეციალობით.