ზუგდიდში მცხოვრებ 320 დევნილ ოჯახს სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდება


2016-07-06

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ, ადგილობრივ თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ზუგდიდში, წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. 
წყალმომარაგების კომპანიამ თაბუკაშვილის ქუჩაზე  მცხოვრები 320 დევნილი ოჯახის ხარისხიანი სასმელი წყლით უზრუნველსაყოფად ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო. პროექტი ითვალისწინებს ახალი ჭაბურღილის მოწყობას, რის შემდეგაც  იძულებით გადაადგილებული პირები 24 საათიანი წყალმომარაგებით და ხარისხიანი წყლით იქნებიან უზრუნველყოფილი.  
გიორგი კობერიძე თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრებთა პრობლემას სასმელ წყალთან დაკავშირებით, რამდენიმე კვირის წინ გაეცნო და  დევნილ მოსახლეობას დახმარება აღუთქვა. 
 




სიახლეები