
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის 1407 ყველაზე დაბალანაზღაურებად თანამშრომელს ხელფასი გაეზარდა
2016-07-04
მიმდინარე წლის ივლისიდან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის რეგიონული სერვის-ცენტრების, ყველაზე დაბალანაზღაურებად თანამშრომლებს ხელფასი 40%-ით გაეზარდათ. 1407-მდე სხვადასხვა თანამდებობაზე დასაქმებული თანამშრომლისთვის ხელფასის გაზრდა კადრების ოპტიმიზიაციის შედეგად და სახელფასო ბიუჯეტში მიღებული დანაზოგის ხარჯზე გახდა შესაძლებელი. სახელფასო ზრდა კომპანიის მასშტაბით, მხოლოდ რეგიონებში დასაქმებულ თანამშრომლებზე, ძირითადად ტექნიკურ პერსონალზე გავრცელდა.