ზუგდიდს წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა ექნება


2016-06-20

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ზუგდიდში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემის  სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.   

ზუგდიდში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა დღემდე არ არსებობდა. პროექტის ფარგლებში, მოხდება წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელის, სატუმბი სადგურისა და რეზერვუარების მშენებლობა. ასევე, მოეწყობა წყალმომარაგების  მაგისტრალური მილსადენი. 
სამუშაოების დასრულების შემდეგ,ადგილობრივ მოსახლეობას ათწლეულების განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემა მოუგვარდება და ზუგდიდის მაცხოვრებლები 20-24 საათიანი წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილნი.  
ზუგდიდის წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაოები აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტი, რომლის ღირებულება 88 მლნ ლარზე მეტია 2018 წელს დასრულდება. სამუშაოებზე 150-მდე ადამიანი დასაქმდა. 
 




სიახლეები