საინფორმაციო აქცია - ერთად მოვაგვაროთ წყლის პრობლემა ბაღდათში!


2010-06-11

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბაღდათის მოსახლეობას შეხვდა. უახლოეს მომავალში ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, `საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას~, დაგეგმილი აქვს ბაღდათის წყალმომარაგების პრობლემის საბოლოოდ გადაჭრა, რაც ბაღდათის მოსახლეობის 24 საათიანი სუფთა წყლით უზრუნველყოფას გულისხმობს.
აღნიშნული აქცია რეგიონებში ინფრასტრუქტურის განვითარების პირველი ეტაპია, რომელსაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მუდმივ სახეს მისცემს. სტარტს სწორედ იმ რაიონებიდან იღებს სადაც წყლის რესურსი საკმაოდ დიდია, მაგრამ მიწოდება ისევ და ისევ მათი მიზეზით არის შეზღუდული. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მზად არის მოსახლეობის ხელშეწყობით, ერთხელ და საბოლოოდ მოაგვაროს სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა.




სიახლეები