გიორგი კობერიძე ევროსაბჭოს განვითარების ბანკის წარმომადგენელს შეხვდა


2016-06-17

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას ევროსაბჭოს განვითარების ბანკის(CEB) წარმომადგენელი საქართველოში ჟასმინა გლისოვიჩი ეწვია. უცხოელ სტუმარს კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ უმასპინძლა. 

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო გეგმებსა და ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.
კომპანიის დირექტორმა ევროსაბჭოს განვითარების ბანკის წარმომადგენელს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებიც გააცნო. 
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაევროსაბჭოს განვითარების ბანკთან წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტების დასაფინანსებლად აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. 
 




სიახლეები