
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო
2016-06-01
ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქათველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ მონაწილეობა მიიღო ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო აქციაში -,,ბავშვები ბავშვებისათვის“.
მთაწმინდის პარკში, ხელოვანმა ბავშვებმა თანატოლების დასახმარებლად საკუთარი ნამუშევრები წარმოადგინეს.
კომპანიის დირექტორი გიორგი კობერიძე მოზარდების ნახატების გამოფენა-გაყიდვას დაესწრო და აუქციონზე წარმოდგენილი ერთ-ერთი ნახატი ბავშვების დასახმარებლად შეიძინა.
აქცია მიზნად ისახავდა, ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნეთი დაავადებული ბავშვების მკურნალობის დაფინანსებას. შემოსული თანხა კი დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის ბენეფიციარებს სრულად გადაერიცხება.