ზუგდიდში მცხოვრებ 320 დევნილ ოჯახს წყლის პრობლემა მოეხსნება


2016-06-01

საქათველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიორგი კობერიძე ზუგდიდში იმყოფებოდა. 
გიორგი კობერიძე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ლევან შონიასთან და ოკუპირებული ტეროტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილესთან მამუკა ცოტნიაშვილთან ერთად, თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. 
ზუგდიდში, დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრებ 320 ოჯახს სასმელი წყლის პრობლემა მოეხსნება. აღნიშნულ ობიექტზე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ჭაბურღილს მოაწყობს. ახალი ჭაბურღილის ექსპლუატაციაში შესვლამდე კი, დევნილებისთვის სასმელი წყლის მიწოდება ცისტერნებიდან მოხდება, ხოლო წყალი მუდმივ რეჟიმში დაიქლორება.




სიახლეები