გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრს 10 ქვეყნის წარმომადგენელი ესტუმრა
2016-06-01
აზიის განვითარების ბანკის ორგანიზებით, უსაფრთხოების სისტემების რეგიონული პროექტის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრს, როგორც საუკეთესო პრაქტიკის მაგალითს 10 ქვეყნის (ავღანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მონღოლეთი, პაკისტანი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) წარმომადგენელი ეწვია.
უცხოელ სტუმრებს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ კომპანიის სერვის ცენტრის მუშაობის სპეციფიკა და ქუთაისში მიმდინარე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.
შეხვედრისას, სემინარის მონაწილეებს კომპანიის მიერ ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში დანერგილი სისტემები წარუდგინეს.
უცხოელი სტუმრები პროექტის მიმდინარეობის პროცესში არსებული ურთულესი პრობლემის მოგვარების შედეგებსა და წარმატებით დანერგილი საჩივრების განხილვის სისტემასაც გაეცნენ. მათ ასევე, ქუთაისში არსებული წყლის ახალი რეზერვუარი და სატუმბი სადგური დაათვალიერეს.
საქართველოში უსაფრთხოების სისტემების რეგიონული სემინარი, აზიის განვითარების ბანკის ორგანიზებით, ტექნიკური დახმარების ფარგლებში 30 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით ჩატარდა.