კომუნალური მომსახურების შესახებ ყველა ინფორმაციის მიღება მობილურ ტელეფონზე *303# კოდის აკრეფით არის შესაძლებელი


2020-05-08

სემეკმა ახალი მომსახურება დანერგა. მობილურ ტელეფონებზე კოდის *303# აკრეფით მომხმარებლებს შეუძლიათ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას მიაწოდონ ინფორმაცია სასმელი წყლის მომარაგების წყვეტის შესახებ, გამოითხოვონ ელექტრონული ქვითარი, შეამოწმონ მიმდინარე სააბონენტო ბალანსი, მონაცემების მისაღებად სასურველ აბონენტზე დაარეგისტრირონ ან წაშალონ არასასურველი ნომერი.

*303# კოდით მომსახურება უფასოა და ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით, ხელმისაწვდომია ყველა ტიპის მობილური ტელეფონისათვის, არ საჭიროებს სპეციალური პროგრამის ჩამოტვირთვასა და ინტერნეტთან წვდომას.

*303#-ით სარგებლობა შეუძლია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის აბონენტებსაც.

*303# მომსახურების პროგრამის ფუნქციონალი შექმნილია საკომუნიკაციო კომპანია „მაგთიკომის“ მიერ. მომსახურება ამჟამად ხელმისაწვდომია „სილქნეტისა“ და „მაგთკომის“ მომხმარებლებისათვის. უახლოეს მომავალში პროგრამით ისარგებლებენ „ბილაინის“ მომხმარებლებიც.




სიახლეები