კამპანია ,,გავუფრთხილდეთ წყალს“ გორის საჯარო სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით გრძელდება
წყლის რაციონალურად მოხმარების თემაზე ქალაქ გორის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნამუშევრები შექმნეს. საგანმანათლებლო კამპანია - ,,გავუფრთხილდეთ წყალს”, რომელიც გასული წლის ოქტომბერში დაიწყო, გორის საჯარო სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით დისტანციურ რეჟიმში, სხვადასხვა აქტივობით გრძელდება.
კამპანიის ფარგლებში ბავშვები წყლის თემატიკაზე საინფორმაციო-შემეცნებით ვიდეო რგოლებს ამზადებენ, ქმნიან თემატურ ნამუშევრებს და შემდგომ, პროექტის ფარგლებში შექმნილ სხვადასხვა ონლაინ პლატფორმაზე ათავსებენ.
პროექტი გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოს დაცვითი ფონდის (GEF) მხარდაჭერით, გაერთიანეული წყალმომარაგების კომპანიასთან თანამშრომლობით მიმდინარეობს და მასში ქალაქ გორის 12 საჯარო სკოლაა ჩართული. პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,გარემო და განვითარება’’ ახორციელებს.
პროგრამის ფარგლებში გასული წლის დეკემბერში მოეწყო სასწავლო ტურები წყლის სათავე ნაგებობებზე, ჩატარდა შემეცნებითი და საგანმანათლებლო გაკვეთილები სკოლებში, სადაც მოსწავლეები წყლის რესურსების რაციონალურად გამოყენების აუცილებლობას გაეცნენ.
პროექტის მიზანია, როგორც სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერება წყლის რესურსების მართვის პროცესში, ასევე ახალგაზრდების წახალისება გარემოსდაცვით პროექტებში.