
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ სტუდენტთა დასაქმების ფორუმში მიიღო მონაწილეობა
2016-05-11
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტის I კორპუსში, სტუდენტთა კარიერული ცენტრის ორგანიზებით დასაქმების ფორუმი ჩატარდა.
ფორუმში როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის 50-მდე წარმომადგენელმა, მათ შორის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.
კომპანიის წარმომადგენლებმა სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სამომავლო ვაკანსიების შესაძლებლობები გააცნეს, ასევე პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების თვალსაზრისით რჩევები და რეკომენდაციები მისცეს.
ფორუმის მიზანს თსუ-ს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენდა, რომელიც მათ არა მხოლოდ დასაქმების რეალურ შანსს აძლევს, არამედ ხელს უწყობს უმაღლესი განათლების სფეროს შრომის ბაზრის მოთხოვნებთან დაახლოებას.