ქუთაისის საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებაზე 100 მლნ ევრო დაიხარჯება


2016-02-11

დღეს, ფინანსთა სამინისტროში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ,,გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა’’ და ევროპის საინვესტიცო ბანკს (EIB) შორის საპროექტო შეთანხმება გაფორმდა. 

შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნუგზარ ხუციშვილმა და ევროპის საინვესტიცო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ლასლო ბარანიაიმ. 
პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია 2016-2020 წლებში ქ. ქუთაისის წყალარინების სისტემის, მათ შორის კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა-რეაბილიტაცია. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქუთაისის საკანალიზაციო სისტემა სრულად მოწესრიგდება.  
ინფრასტრუქტურული სამუშაოების განსახორციელებლად 100 მილიონი ევროს ფინანსური რესურსი გამოიყოფა, რომლის შესახებ სასესხო ხელშეკრულება ევროპის საინვესტიციო ბანკთან  უკვე გაფორმდა.




სიახლეები