
ლანჩხუთში 500-მდე ოჯახის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები დასრულდა
2020-04-16
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ლანჩხუთში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა დაასრულა. პროექტის განხორციელების შედეგად ლანჩხუთში მცხოვრები 500-მდე ოჯახი, 24-საათიან წყალმომარაგებაზე პირველად გადავა.
ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, ცხრა ქუჩის მოსახლეობა ათეული წლებია ცენტრალიზებული წყალმომარაგების სისტემით ვერ სარგებლობდა.
პროექტის ფარგლებში 1 კმ-მდე მაგისტრალური მილსადენი და 14 კმ გამანაწილებელი ქსელი მოეწყო. ასევე, მოხდა აბონენტების ინდივიდუალურად გამრიცხველიანება .
პროექტის განხორციელებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიონ ლარამდე მოხმარდა.