ნიკოლოზ ქიზიყურაშვილი კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო


2015-11-30

,,ექსპო-ჯორჯიაში"  კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილი  საქართველო-ევროკავშირის კონფერენცია გაიხსნა, რომელიც პარიზში გაეროს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო-კონვენციის მხარეთა 21-ე კონფერენციის პარალელურად მოეწყო.

კონფერენციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ნიკოლოზ ქიზიყურაშვილი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, საფრანგეთის ელჩი საქართველოში რენო სალენსი, საქართველოს მთავრობისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. 
კონფერენციის მონაწილეებმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის კლიმატის ცვლილების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ასევე, კლიმატის ცვლილებების გამოწვევასა და ამ გამოწვევების საპასუხოდ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრეს. 
კონფერენცია  ევროკავშირის წარმომადგენლობა, ClimaEast  პროექტის მხარდაჭეროთ  ტარდება.




სიახლეები