წყალმომარაგების რეგიონის 350 თანამშრომელმა მანქანები, სპეც-ფორმები და სპეც-აღჭურვილობა მიიღო
2010-06-10
ქალაქ გორში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელი ირაკლი კვაშილავა, ქვეყნის ექვს რეგიონალურ სერვის-სამსახურის უფროსებს და ამ სამსახურების 350 თანამშრომელს ავტო-მანქანები, საავარიო ბრიგადისთვის სპეც-ფორმები და სპეც-აღჭურვილობა გადასცა. უახლოეს მომავალში დაგეგმილია სერვის სამსახურების ტექნიკურად სრული აღჭურვა. რაც 80-90 –იან წლების პერიოდში და მის შემდეგ წყალმომარაგების სფეროში მომუშავე ტექნიკურ პერსონალს არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის რეგიონული თანამშრომლები, ყველანაირ პირობებს მიიღებს იმისთვის, რომ დაუბრკოლებლად იმუშაონ.