კომპანიის დირექტორის მოადგილედ ფინანსურ საკითხებში დავით ჭანტურია დაინიშნა
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორს ახალი მოადგილე ჰყავს.
დავით ჭანტურიამ ფინანსური საკითხების მართვა ჩაიბარა. მას სახელმწიფო და კერძო სექტორებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. კომპანიის დირექტორის მოადგილედ დანიშვნამდე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის პოზიცია ეკავა. 2014-2017 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის, საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილედ, ხოლო მანამდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე.
დავით ჭანტურია სხვადასხვა დროს კერძო კომპანიებში მნიშვნელოვან თანამდებობებს იკავებდა. მისი გამოცდილება წლების განმავლობაში დაკავშირებული იყო ფინანსურ სფეროსთან, მათ შორის იყო ქ. თბილისის მერიის საფინანსო სამსახურის განყოფილების უფროსი, საქართველოს კონტროლის პალატის ადგილობრივი ბიუჯეტების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ფინანსთა სამინისტროს ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვის სამმართველოს უფროსი. აგრეთვე, მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში, რეგიონალური სამსახურის სოციალურ-ეკონომიკური განყოფილების უფროსად. წლების განმავლობაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. ხელმძღვანელობდა კომერციულ ფირმას ,,ორიონი". სხვადასხვა წლებში მრავალდარგოვან სამეცნიერო საწარმო კოოპერატივ ,,აისი" -სა და ავტომატიკისა და ჰიდრავლიკის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში მუშაობდა ინჟინრად.
დავით ჭანტურია პროფესიით ინჟინერი და ფინანსისტია.