წყლის რესურსების მართვის საკითხზე საჯარო დისკუსია გაიმართა


2015-11-12

სასტუმრო ,,Holiday Inn’’-ში წყლის რესურსების მართვის თემაზე საჯარო დისკუსია გაიმართა. შეხვედრა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის -,, მმართველობა განვითარებისათვის” (USAIDG4G), ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის პოლიტიკის ინსტიტუტთან (ISET) პარტნიორობით მოეწყო. 

წყლის რესურსებით მდიდარი საქართველო წყლის ხელმისაწვდომობის პრობლემებს განიცდის, რაც  წყლის რესურსების არარაციონალური გამოყენებით არის განპირობებული. აღნიუშნული საკითხები განიხილეს დღეს, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრიუვი რესურსების, ენერგეტის სამინისტროს, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის პრეზიდენტთან, ერიკ ლივნისთან ერთად. საჯარო დისკუსიას ექსპერტები და ბიზნესმენებიც დაესწრნენ. 
დამსწრე საზოგადოებას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დონორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა უჩა ძიმისტარიშვილმა კომპანიის ძირითადი საქმიანობა გააცნო, მან ასევე  წყალმომარგაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურული პროექტების ვადებით გაწერილ სამუშოებზე ისაუბრა. 
USAIDG4G-მა 2014 წელს კონკრეტული შემთხვევების კვლევის შედეგადწყალმოხმარებასთან დაკავშირებული შემთხვევები შეისწავლა , რომლებიც სხვადასხვა უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობას ცხადყოფს. ამავდროულად, საქართველოს მთავრობა გეგმავს ჰიდროენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის და მრეწველობის სექტორების მნიშვნელოვან ზრდას, რაც წყლის რესურსებზე არსებულ მოთხოვნას კიდევ უფრო გაზრდის.




სიახლეები