რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტები უსაფრთხოების წესის დაცვით შეუფერხებლად მიმდინარეობს


2020-04-02

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონების მასშტაბით ინფრასტრუქტურულ პროექტებს უსაფრთხოების წესის დაცვით, შეუფერხებლად ახორციელებს.
კომპანიის დირექტორის გიგა მანდარიას განცხადებით, სამშენებლო ობიექტებზე მონიტორინგი სისტემატიურად მიმდინარეობს, იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ასრულებენ კონტრაქტორები დადგენილ რეკომენდაციებსა და მოთხოვნებს.
,,კომპანია ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს როგორც წყალმომარაგების, ასევე წყალარინების სისტემების მშენებლობებს რეგიონებში და უწევს მუდმივ ზედამხედველობას ამ პროცესს. ასვე, ვახორციელებთ ობიექტებზე მონიტორინგს, თუ რამდენად არის დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები - ჰიგიენური დაცვის საშუალებები მუშა პერსონალისთვის და როგორ სრულდება სამუშაოები. ასევე, ვაცნობთ იმ დადგენილ წესებს, რაც მშენებლებმა სამუშაოების დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ. ამ ეტაპზე, კონტრაქტორები შეუფერხებლად აგრძელებენ მშენებლობებს ობიექტებზე’’- აცხადებს გიგა მანდარია.
ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით 900 მილიონ ლარამდე ღირებულების 40-მდე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. სამუშაოები საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორცილდება.




სიახლეები