მსოფლიო ბანკის წარმომადგენლების ვიზიტი
2015-11-06
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები ეწვივნენ. უცხოელ სტუმრებს კომპანიის დირექტორმა ნიკოლოზ ქიზიყურაშვილმა უმასპინძლა.
შეხვედრაზე, კომპანიის ხელმძღვანელმა სტუმრებს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. ასევე, გაკეთდა შეფასებები ამ მიმართულებით. მხარეებმა სამომავლო გეგმებსა და ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებზეც იმსჯელეს.
თბილისში მსოფლიო ბანკის მისია ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნით იმყოფება, რომელიც სახელმწიფო ინვესტიციების მართვის მეთოდოლოგიის შემუშავების საკითხთან დაკავშირებით მუშაობს.
უცხოელი სტუმრების ვიზიტი საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში, აღნიშნული მისიის ფარგლებში შედგა.