შეხვედრა ლიტვურ კომპანია ,,August” ის ხელმძღვანელობასთან


2015-11-05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ნიკოლოზ ქიზიყურაშვილი ლიტვურ კომპანია ,, August” -ის ხელმძღვანელ პირებს  შეხვდა. შეხვედრა ლიტვის  საელჩოს ინიციატივით შედგა.

უცხოელმა სტუმრებმა კომპანიას თავიანთი გამოცდილება და ხედვა გაუზიარეს, ისაუბრეს მათ მიერ განხორციელებულ პროექტებზე და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.
კომპანია წყალარინების კუთხით მუშაობს და ამ მიმართულებით პროექტების განხორციელების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.




სიახლეები