ნიკოლოზ ქიზიყურაშვილი სამუშაო ვიზიტით უნგრეთში იმყოფებოდა


2015-11-03

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ნიკოლოზ ქიზიყურაშვილი საქართველო-უნგრეთის ერთობლივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მესამე სხდომის ფარგლებში ბუდაპეშტში იმყოფებოდა.  

ვიზიტის ფარგლებში , შედგა „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ხელმძღვანელის შეხვედრა წამყვანი უნგრული კომპანია „Budapest Waterworks“-ის წარმომადგენლებთან, სადაც მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრეს. 
 
საქართველო-უნგრეთის ერთობლივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მესამე სხდომა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილის ლასლო საბოს თანათავმჯდომარეობით ჩატარდა. 
 
კომისიის სხდომის ფარგლებში მხარეებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მთელ რიგ საკითხებზე. განხილული იქნა თანამშრომლობის პერსპექტივები ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა და ინვესტიციები, ინოვაციები, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, რეგიონული განვითარება და ინფრასტრუქტურა.




სიახლეები