რეგიონებში წყლის ხარისხი სპეციალურად შემუშავებული გრაფიკით, მობილური ლაბორატორიების მეშვეობით მუდმივად კონტროლდება


2020-03-25

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, წყლის ხარისხს სპეციალურად შემუშავებული გრაფიკით, რეგიონული მობილური ლაბორატორიების მეშვეობით აკონტროლებს.

საკონტროლო წერტილების შერჩევა და სინჯების აღება სათავეებზე, ცენტრალურ მაგისტრალსა და გამანაწილებელ ქსელზე ხორციელდება და კონტროლდება ძირითადად იმ მაჩვენებლებზე, რომლებიც წყლის ქიმიურ უვნებლობას და ეპიდემიურ უსაფრთხოებას განაპირობებს.

გარდა ამისა, საათობრივ რეჟიმში მიმდინარეობს ნარჩენი ქლორის კონტროლი სათავე ნაგებობებსა და რეზერვუარებზე .

კომპანია აღნიშნულ მონაცემებს აგროვებს, ამუშავებს და გადასცემს კომპანიის 24 საათიან ცხელ ხაზს.

დაინტერესების შემთხვევაში ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება მომხმარებლისთვის.




სიახლეები