ოზურგეთში მცხოვრები 5 000 -ზე მეტი ოჯახი გაუმჯობესებული წყალმომარაგებით ისარგებლებ


2015-11-02

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად ოზურგეთში  ინფრასტრუქტურლ პროექტს ახორციელებს. პროექტი, რომლის ღირებულება 5 მილიონ ლარზე მეტია, გამანაწილებელი ქსელის-მშენებლობა,რეაბილიტაციას ითვალისწინებს. 

მიმდინარე სამუშაოები გაერთიანებული წყალმომარგების კომპანიის დირექტორმა ნიკოლოზ ქიზიყურაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად  დაათვალიერა და ობიექტზე არსებულ ვითარებას გაეცნო.   
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ, ოზურგეთში მცხოვრები 5 000-ზე მეტი ოჯახი 17-24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. ამასთანავე, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება წყლის ხარისხი და შემცირდება წყლის დანაკარგი.  
ოზურგეთის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება. სამშენებლო სამუშაოებზე 65 ადამიანია დასაქმებული. 
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და მუნიციპალური განვითარების ფონდი, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით მსგავს სამშენებლო, სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს მასშტაბით 24 ქალაქში ახორციელებს. 
 




სიახლეები