წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია საქართველოს 24 ქალაქში


2015-10-30

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით საქართველოს 24 ქალაქში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს.  

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომპანია ILF-ის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. კოპმანია ILF -ი ზედამხედველობას უწევს საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტებს. 
შეხვედრაზე მხარეებმა ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დაფინანსებული ის პროექტები  განიხილეს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით მიმდინარებს.  
24 ქალაქში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის ევროპის საინვესტიციო ბანკმა 100 მილიონ ლარზე მეტი გამოყო. დაფინანსების მიზანია საქართველოს მოსახლეობისთვის წყალმომარაგებისა და  სასმელი წყლის ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება. 
 




სიახლეები