საქართველოს გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიამ ტექნიკურ უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა


2010-06-10

საქართველოს გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიამ ტექნიკურ უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა.

მემორანდუმი ორ უწყებას შორის მჭიდრო თანამშრომლობას ისახავს მიზნად. წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პარალელურად, მიმდინარეობს სათავე ნაგებობებისა და სხვა დამხმარე ობიექტების უახლესი ტიპის ტექნოლოგიით აღჭურვა. რაც შესაბამის  ცოდნა-განათლებას მოითხოვს. წყლის სექტორი, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი დარგი, საჭიროებს ახალი კადრების მოძიებას და მათ სრულ გადამზადებას. ტექნიკურ უნივერსიტეტსა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას შორის გაფორმებული მემორანდუმი, სწორედ ამ საკითხების უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

"საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" შესთავაზებს სამუშაოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს და სტუდენტებს, ტექნიკური უნივერსიტეტი სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და წარმართვისას, მაქსიმალურად გაითვალისწინებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მოთხოვნებს. 




სიახლეები