ვალეში 3500 -მდე ადგილობრივი წყალმომარაგების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს
2020-03-16
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ ვალეში წლის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს. პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 მილიონ ლარამდე მოხმარდება.
ვალეში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა დღემდე არ ფუნქციონირებს. მოძველებული ინფრასტრუქტურის გამო, დიდია სასმელი წყლის დანაკარგი, რის გამოც, მოსახლეობის ძირითად ნაწილს სასმელი წყალი დღის განმავლობაში რამდენიმე საათით მიეწოდება.
პროექტის ფარგლებში, მოეწყო 8 ჭაბურღილი და 19 კილომეტრამდე მაგისტრალური მილსადენი. გარდა ამისა, დაგეგმილია ორი რეზერვუარის მშენებლობა და წყლის სათავე ნაგებობის რეაბლიტაცია.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, მიმდინარე წლის შემოდგომიდან, 3 500-მდე ადგილობრივი 24 საათიან წყალმომარაგებაზე გადავა.