შეხვედრა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთნ


2015-10-22

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები ეწვივნენ. უცხოელ სტუმრებს  კომპანიის დირექტორმა ნიკოლოზ ქიზიყურაშვილმა უმასპინძლა.

შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.  
თბილისში მსოფლიო ბანკის მისია ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნით იმყოფება, რომელიც  სახელმწიფო საწარმოების ანგარიშგების, გამჭვირვალეობისა და ფისკალური გავლენის შეფასებაზე მუშაობს. უცხოელი სტუმრების ვიზიტი საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების  კომპანიაში,  აღნიშნული  მისიის ფარგლებში შედგა.
 




სიახლეები