წყალტუბოში, სოფელ თერნალის მოსახლეობა სტაბილური წყალმომარაგებით ხვალიდან ისარგებლებს
2020-03-13
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალში წყლის სისტემის რეაბილიტაცია დაასრულა.
სამუშაოების შედეგად, შეიცვალა მოძველებული მილები, მოეწყო სრულიად ახალი წყლის სისტემა და მოწესრიგდა შიდა ინფრასტრუქტურა. ასევე, დასრულდა აბონენტთა ინდივიდუალური გამრიცხველიანება.
სოფელში არსებული ამორტიზებული სისტემის გამო, ხშირი იყო დაზიანებები და წყლის დანაკარგები.
სამუშაოების შედეგად, პრობლემები სრულად აღმოიფხვრა. ხვალიდან, ადგილობრივი მოსახლეობა გრაფიკიდან სტაბილურ წყალმომარაგებაზე გადავა.