ნიკოლოზ ქიზიყურაშვილი კომპანია ,,Building Development Holding’’-ის წარმომადგენლებს შეხვდა


2015-10-15

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას  ,,Building Development Holding’’ -ის წარმომადგენლები სტუმრობდნენ.  უცხოელი სტუმრები კომპანიის დირექტორმა ნიკოლოზ ქიზიყურაშვილმა მიიღო.  შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

ვიზიტი, თბილისში 15-16 ოქტომბერს დაგეგმილი ,, აბრეშუმის გზის ფორუმის’’ ფარგლებში შედგა. უცხოური  დელეგაცის წარმომადგენლებმა კომპანიას თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს.  თავის მხრივ, ნიკოლოზ ქიზიყურაშვილმა სტუმრებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საქმიანობა გააცნო  და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა.

შეხვედრის ბოლოს მხარეებმა შესაძლო სამომავლო თანამშრომლობაზე იმსჯელეს. 




სიახლეები