ევროპის საინვესტიციო ბანკმა ახალი ექსპერტი წარადგინა
2015-09-25
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას ევროპის საინვესტიციო ბანკისა და ევროკავშირის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. უცხოელ სტუმრებს საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ნიკოლოზ ქიზიყურაშვილი შეხვდა.
შეხვედრაზე, ევროპის საინვესტიციო ბანკმა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას, ახალი ექსპერტი ტექნიკური დახმარების საკითხებში ნიკოლა ბორბოულისი წარუდგინა, რომელიც მონიტორინგს გაუწევს ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებულ პროექტებს. მხარეებმა ასევე, ევროპის საინვესტიციო ბანკის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.
შეხვედრას, კომპანიის დირექტორის მოადგილეები, ევროპის საინვესტიციო ბანკის, ევროკავშირისა და კომპანია SAFEGE-ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.