თელავში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით კორპუსების გამრიცხველიანება მიმდინარეობს
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, ქალაქ თელავში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით კორპუსების გამრიცხველიანების სამუშაოები დაიწყო.
კომპანიის დირექტორი, გრიგოლ მანდარია კახეთში ჩავიდა და თელავის მუნიციპალიტეტის მერთან, შოთა ნარეკლიშვილთან ერთად, ქალაქ თელავში სამუშაოების მიმდინარეობის ტემპს ადგილზე გაეცნო.
თელავში არსებული წყალმომარაგების სისტემა ამორტიზებულია, რის გამოც მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა სამი ახალი ჭაბურღილი და მოხდება მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება.
სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება, რის შემდეგაც თელავის მოსახლეობას წყლის მიწოდება გაუუმჯობესდებათ.
პროექტს 3 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.
გარდა ამისა, უახლოეს მომავალში ტენდერი გამოცხადდება პროექტის მეორე ნაწილზე, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს. სამუშაოების ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება თელავში არსებულ წყალმომარაგების ძველ სისტემებს, აშენდება სამარაგო რეზერვუარები და 3 ახალი ჭაბურღილი. ასევე, რეაბილიტირდება არსებული ჭაბურღილები.