სენაკის ნაწილს, ენერგო-პრო ჯორჯიას მიერ დაგეგმილი სამუშაოების გამო წყალმომარაგება შეეზღუდება
2020-02-18
ქალაქ სენაკისა და ფოთის სატუმბ სადგურებს,საიდანაც ხდება აბონენტების წყლის მიწოდება, ენერგო-პრო ჯორჯიას მიერ დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ. გამომდინარე აქიდან, ქალაქ სენაკსა და სოფლებს: ქვემო ქვალონს, თეკლათს, საგვიჩიოს, ახალ სოფელს, შუა ხორგას, ჭალადიდის, საჭოჭუოს, პატარა ფოთს, შავღელეს, ქარიატას და ყულევის 19 თებერვალს, 10:00 საათიდან - 17:00-საათამდე წყლის მიწოდება შეეზღუდებათ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, წყალმომარაგების კომპანიის აბონენტებს SMS შეტყობინებები გაეგზავნებათ.
სამუშაოების დასრულებისთანავე, მოსახლეობას წყლის მიწოდება აღუდგება.