თელავის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის დაწყების ხელშეკრულებას ხელი მოეწერა
2020-02-03
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია თელავის წყლის სისტემის სამშენებლო სამუშაოებს იწყებს.
შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, გრიგოლ მანდარიამ და შპს „ჰიდროგეოს“ დირექტორმა, ამირან მამუკაშვილმა.
თელავში არსებული წყალმომარაგების სისტემა ამორტიზებულია, რის გამოც მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა სამი ახალი ჭაბურღილი და მოხდება მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება.
სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება, რის შემდეგაც თელავის მოსახლეობას წყალმომარაგების მიწოდება გაუუმჯობესდება.
პროექტს 3 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.