სასმელი წყლის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების კვლევა
2015-07-08
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის სპეციალისტებმა, თავიანთი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარეს კომპანიის ცენტრალური და რეგიონული ფილიალის ლაბორატორიის სპეციალისტებს .
წყლის სინჯების ხელოვნურად დაბინძურების ფონზე, ჩატარდა სასმელი წყლის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვლევები, ადგილზე მოხდა შედეგების გაანალიზებაც.