მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები ქუთაისში


2015-07-03

ქალაქ ქუთაისში აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს.  პროექტის ღირებულება 27 მილიონ ლარზე მეტია. მისი დასრულების შედეგად ქუთაისში  მცხოვრები 14 000 ოჯახი 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი, ხოლო 36 000 ოჯახი გაუმჯობესებული წყალმომარაგების გრაფიკით ისარგებლებს.  მიმდინარე სამუშაოები დღეს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ნიკოლოზ ქიზიყურაშვილმა დაათვალიერა და მშენებლობის ხარისხი შეამოწმა. 

წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის შედეგად ქუთაისში მცხოვრებ 14 000 ოჯახს, 56 ათასზე მეტ ადამიანს წლების განმავლობაში არსებული წყალმომარაგების პრობლემა მოუგვარდება, კერძოდ პროექტის დასრულების შემდეგ გაუმჯობესდება, როგორც წყლის ხარისხი, ასევე წყლის მიწოდების გრაფიკი. პროექტის ფარგლებში მოხდება ვაჟა-ფშაველას ტერიტორიაზე  3 ახალი რეზერვუარის, სატუმბი სადგურისა და თეთრამიწას დასახლებაში ახალი რეზერვუარების მშენებლობა. კლდიაშვილის რეზერვუართან სატუმბი სადგურის მშენებლობა, ახალი მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელების მოწყობა ,სიგრძით 52 კმ. პროექტი, რომლის ფარგლებშიც 100-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა 2016 წელს დასრულდება.

 




სიახლეები