გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას გრიგოლ მანდარია უხელმძღვანელებს
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორად გრიგოლ მანდარია დაინიშნა.
გრიგოლ მანდარია განათლებით ეკონომისტია. 2012 წლიდან ,,საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში” ხელმძღვანელობდა წყალმომარაგების დეპარტამენტს, ხოლო 2019 წელს დაინიშნა საქართველოს რეგიონული გავითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მრჩევლად წყალმომარაგების საკითხებში. გრიგოლ მანდარიას მოპოვებული აქვს ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის დოქტორის ხარისხი.
გრიგოლ მანდარიას აქვს წყალმომარაგების კომპანიების მიერ განხორციელებული ინვესტიციების შეფასება-ანალიზიისა და წყალმომარაგების სექტორში ინვესტიციების განმახორციელებელ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის რამდენიმე წლიანი გამოცდილება, რაც დაეხმარება მას „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ დასახული გეგმების და ახალი პროექტების განხორციელებაში.
შპს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ მანამდე ეკატერინე გალდავა ხელმძღვანელობდა.
მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მადლობა გადაუხადა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ყოფილ დირექტორს და აღნიშნა, რომ ეკა გალდავამ მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია კომპანიის გაჯანსაღებისა და განვითარებისთვის. მისივე თქმით, ეკა გალდავასთან თანამშრომლობა სამინისტროს ფარგლებში გაგრძელდება.