გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის განცხადება
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ბაკურიანსა და გუდაურში წყლის მიწოდების შეფერხების აღმოსაფხვრელად.
დაბა ბაკურიანში ზამთრის სეზონზე წყლის გაზრდილმა მოხმარებამ წნევის ვარდნა გამოიწვია, რამაც წყლის სტაბილური მიწოდება შეაფერხა.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ორი დღის განმავლობაში 24 საათიან რეჟიმში მუშაობს პრობლემის დროულად მოსაგვარებლად. პარალელურად, კომპანია უზრუნველყოფს დაბის წყლით მომარაგებას და რეზერვუარების შევსებას წყალმზიდების საშულებით.
ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ამ დროისთვის ბაკურიანს წყალი სტაბილურად მიეწოდება.
ქსელის დაზიანების გამო, წყალმომარაგების შეფერხება წარმოიშვა გუდაურში, მხოლოდ ე.წ ,,რედკოს დასახლება’’-ში.
პრობლემის მოსაგვარებლად თბილისიდან გუდაურში უკვე ჩავიდა კომპანიის ტექნიკური ჯგუფი, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად. დაზიანების გამოსასწორებლად და წყლის სტაბილური მიწოდების უზრუნველსაყოფად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას დაბა გუდაურსა და ბაკურიანში წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო ქსელის მშენებლობა-რეაბილიტაცია დაწყებული აქვს. პროექტის განხორციელების შედეგად, სრულად შეიცვლება ამორტიზებული და მოძველებული სისტემები, რაც საბოლოოდ აღმოფხვრის სეზონურად არსებულ პრობლემებს.