სენაკის მოსახლეობას სასმელი წყლის მიწოდება აღუდგა


2015-06-09

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლები, ფოთისა და სენაკის მოსახლეობის წყალმომარაგების აღდგენის მიზნით, მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ, რის შედეგადაც, ამ დროისათვის,სრულად არის აღდგენილი ქალაქ სენაკის წყალმომარაგების სისტემა. რაც შეეხება ფოთის მოსახლეობას, ისინი სასმელი წყლის მიღებას დღის პირველ ნახევარში შეძლებენ.წყალმომარაგების შეფერხება სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირში ძლიერი ქარის მიერ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენი ანძის დაზიანებამ გამოიწვია, რის გამოც ელექტრო - ენერგიის მიწოდება შეუწყდა ფოთისა და სენაკის წყალსადენის სათავე ნაგებობებს. საქართველოს გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად საჭირო სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყო.




სიახლეები