ანაკლიის წყალმომარაგება გაუმჯობესდება


2015-04-04

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან ერთად ანაკლიაში წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად წყალარინების სისტემის მშენებლობას ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ამაშუკელმა გაერთიანებული წყალმომარაგების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში უკვე აშენდა ახალირეზერვუარი, სატუმბი სადგური და საქლორატორო, ასევე,მოხდაახალი სათავე ნაგებობისა და 16 კმ-იანი წყალსადენის მაგისტრალური ქსელის მშენებლობა. პროექტისშედეგად მოხდება ანაკლიისა და განმუხურის სრული წყალმომარაგება 24საათიანი გრაფიკით და ასევე გაუმჯობესდება წყლისხარისხიც.
ანაკლიაში წყალმომარაგების სისტემით მხოლოდ 300-მდე აბონენტი სარგებლობდა, ასევე მოსახლეობას საერთოდ არ გააჩნდა წყალარინების სისტემა. პროექტის შედეგად დღეისათვის წყალმომარაგების სისტემით სარგებლობს დამატებით 1000-მდეოჯახი. პროექტი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 11 მილიონ ლარს აღემატება. სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება. 
 




სიახლეები