წყლის საერთაშორისო დღე
2015-03-22
22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა. რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინსიტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ვლადიმერ ლაზარიშვილმა კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, ,,21 საუკუნის,, სკოლის მოსწავლეებს ქუთაისის სათავე ნაგებობა და წყლის შემკრები რეზერვუარი დაათვალიერებინა, ასევე წყლის მოპოვების, დამუშავების და მიწოდების ტექნოლოგიები გააცნო.
ქუთაისის სერვისცენტრი აღჭურვილია თანამედოვე მობილური ლაბორატორიით სადაც ყოველდღიურად ხდება, ქიმიურბაქტერიოლოგიური პარამეტრების შემოწმება.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქუთაისში უმნიშვნელოვანეს ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს, რომლის შედეგად 14 000 ოჯახის 24 საათიანი წყალმომარაგება მოხდება, ხოლო 36 000 ოჯახისთვის წყლის მიწოდების გრაფიკი გაუმჯობესდება. პროექტი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 26 მილიონ ლარზე მეტია.