შეხვედრა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან


2015-02-05

„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორის პირველ მოადგილე, ანრი კაპანაძე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ, დავით შავლიაშვილთან ერთად, აზიის განვითარების ბანკის, ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის ურბანული განვითარების უფროს სპეციალისტს სანჯაი ჯოშის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა აზიის განვითარების ბანკის დაფინანსების ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები განიხილეს. სანჯაი ჯოშმა კმაყოფილება გამოთქვა სამუშაოების მიმდინარეობასა და ხარისხთან დაკავშირებით. განსაკუთრებული ყურადღება 2015 წლის პირველ კვარტალში დაგეგმილ სამუშაოებზე გამახვილდა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის რომ სამუშაოების ტემპი არ დაეცეს და გამოყოფილი თანხების ათვისება დროულად მოხდეს.შეხვედრაზე მხარეებმა „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისათვის“ ახალი ოფისის ორგანიზების საკითხებზეც იმსჯელეს.შეგახსენებთ, რომ „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს 7 ქალაქში წყალმომარაგების და წყალარინების სისტემის გაუმჯობესების მიზნით მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს.

 




სიახლეები