ახალციხეში 200-მდე ოჯახი წყალარინების ახალი ინფრასტრუქტურით ისარგებლებს


2019-11-01

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონების მასშტაბით წყალარინების შიდა ქსელების მოწესრიგებას აგრძელებს. ამ ეტაპზე, საკანალიზაციო ინფრასტრუქტურის განახლება მიმდინარეობს ქალაქ ახალციხეში.

პროექტის ფარგლებში ახალციხელის, ბაღინაშვილისა და ჭყონდიდელის ქუჩებზე ახალი საკანალიზაციო ქსელი ეწყობა. სამუშაოებს 1,628,996 ლარი მოხმარდება.

აღნიშნულ ქუჩებზე საკანალიზაციო ქსელი დღმდე არ არსებობდა.   სამუშაოების დასრულების შედეგად, არსებული პრობლემები საბოლოოდ აღმოიფხვრება და 200 ოჯახი წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სამუშაოებს 2020 წლის გაზაფხულზე დაასრულებს.




სიახლეები